გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პაატა ბურჭულაძე: ძალაუფლება უნდა ჩავიგდოთ ხელში

25-02-2023

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი გამოთქვა.

 

როგორც ბურჭულაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ძალაუფლება უნდა ჩაიგდოს ხელში, ვინაიდან ხალხმა შეძლოს პრეზიდენტის და მთავრობის არჩევა.

 

„ჩვენი მთავრობა გასაშვები კი არა, გასაყრელები არიან. მათ ძალიან ბევრი ავნეს უკვე ამ 10 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანას და ხალხის ხელში უნდა გადავიდეს ძალაუფლება. ისინი არ არიან არჩეულები: არც პრეზიდენტი გვყავს არჩეული, არც მთავრობა - ყველა გვყავს დანიშნული. ამიტომაც, უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, იმიტომ რომ ხალხმა აირჩიოს თავისით“ - განაცხადა ბურჭულაძემ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე.