27-02-2023
“ქალაქის მერი გამოდის და ამბობს, იცით რა თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონ მათთვის. ცოცხის გაყრა არ ჯობია ამ სიტყვას?,”- ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მურმან დუმბაძე ქალაქის მერის, კახა კალაძის ევროკავშირის კანდიდატისსტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადების გაკეთებას ცოცხის გაყრა სჯობს.
მისივე თქმით, ღირსების დაკარგვაზე უარესი არაფერი არაა. ის ცოცხი ძალითგაუკეთეს და ჩვენ ნებაყოფლობით ვიყრით ღირსებას.
“ქალაქის მერი, პირდაპირი წესით არჩეული მილიონიანი ქალაქის მერი გამოდის და ამბობს, იცით რა თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონ მათთვის. და ამ დროს, ეს კაცი საკუთარ ბიზნესებს ავითარებს ევროპაში, ამაზე მეტი შეურაცხყოფა, ცოცხის გაყრა არ ჯობია? ამ სიტყვას რომ ქართველ კაცს ეტყვის კალაძე, ამას არ ჯობია ცოცხი გაგიყარონ? რა უბედურებაა, კაცი გეუბნება რომ ფეხებზე მკიდია შენი სტატუსიო.
ღირსების დაკარგვაზე უარესი არაფერი არაა. ის ცოცხი ძალით გაუკეთეს და ჩვენ ნებაყოფლობით ღირსებას ვიყრით”- განაცხადა დუმბაძემ.