გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე გიორგი გახარიაზე: ავანსცენაზე აუშვეს მარიონეტი და ივანიშვილის მაგინებლის როლის შესრულებაც დააკისრეს

27-02-2023

მას მერე, რაც ევროპარლამენტის თუ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე ღია შეტევა და ზეწოლა დაიწყო, გახარიას პატრონებმა მისი ამოქმედებაც მიიჩნიეს საჭიროდ. ავანსცენაზე აუშვეს მარიონეტი და ივანიშვილის მაგინებლის როლის შესრულებაც დააკისრეს, ვინაიდან ჩათვალეს, რომ გახარიას გარკვეული რეიტინგი ჯერ კიდევ გააჩნია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, გარე ძალებმა, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის “დალაგებაზე” ზრუნავენ, ფსონი სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ ფიგურად ქცეულ გახარიაზე დადეს.


როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას გააქტიურება შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც დასავლურ, ისე ჩრდილოეთში არსებულ ძალებთან. “კაცის კაცების (არაკაცების) პრაიდი საქართველოში რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ სააკაშვილზე, როგორც მეორე ფრონტის გამჩაღებელზე და ქართული ოცნების დამამხობელზე ფსონის დადება უშედეგოა. აქედან გამომდინარე, არაკეთილისმყოფელმა გარე ძალებმა, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის „დალაგებაზე“ ზრუნავენ, როგორც ჩანს სტრატეგია შეცვალეს და გადაწყვიტეს მიშა გრიშათი შეცვალონ.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩასანაცვლებლად ალტერნატივის ძებნა დიდი ხანია დაწყებულია. ქართულ პოლიტიკაში ვერ გამოჩნდა ფიგურა, რომელსაც ამის პოტენციური შესაძლებლობა ექნება. ამაში იგულისხმება როგორც კონკრეტული ლიდერის გონებრივი, ფსიქოლოგიური თუ ავანტურისტული უნარები, ისე ამ ლიდერის მხრიდან მასების მობილიზაციის, მათზე გავლენის მოხდენის და ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობები.

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ნაც-მედიებით გაპიარებულ ფიგურებს შორის ასეთები ვერც „ბანკირების პარტიის“ ლიდერებს შორის მოიძებნა, ვერც „შარვალჩახდილთა“ პარტიაში, ვერც ურეიტინგო „ევროპულ საქართველოში“ და ვერც რუსული ფულებით ურცხვად მოყელყელავე ყველაზე დიდ "ანტირუსულ" პარტია „დროაში“. ამ როლისთვის ვერ გამოდგა ლეიბორისტთა მარადიული ლიდერიც, ვერც ჭიჭე „აღმაშენებელი“ და ვერც სხვა კომიკური ფიგურები. საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის „დალაგებაზე“ მზრუნველმა „დიდმა ბიჭებმა“ ფსონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ ფიგურად ქცეულ, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე დადეს.


პატრონებს გახარია დამხმარე საბურავივით ყავდათ შემონახული და ელოდნენ შესაფერის დროსა და მომენტს მის გამოსაყენებლად. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ პრემიერიდან მარიონეტად ქცეული გახარია ავანსცენაზე გამოიყვანეს.


რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სააკაშვილზე აწყობილი გეგმა ჩაიფუშა და საჭირო გახდა "გეგმა ბ" ს ამუშავება. გახარიას ამ დრომდე პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ სიტყვა არ ამოუღია. მას მერე რაც ევროპარლამენტის თუ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე ღია შეტევა და ზეწოლა დაიწყო, გახარიას პატრონებმა მისი ამოქმედებაც მიიჩნიეს საჭირიდ. ავანსცენაზე აუშვეს მარიონეტი და ივანიშვილის მაგინებლის როლის შესრულებაც დააკისრეს, ვინაიდან ჩათვალეს, რომ გახარიას გარკვეული რეიტინგი ჯერ კიდევ გააჩნია.


მათ დაავიწყდათ, მაგრამ ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რომ ის მცირედი რეიტინგი რომელიც გახარიას დღემდე შემორჩა და რომლის გამოყენებასაც ბიძინას წინააღმდეგ გეგმავენ, მას სწორედ ივანიშვილისგან აქვს თავის დროზე მოპოვებული. გახარიას და მისი პატრონების პოზიცია გათვლილია იმ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომელთათვისაც მისაღებია ლოზუნგი - „არც ნაცები, არც ქოცები, რადგან ორივე გუშინდელი დღეა“. თუ სოციოლოგიურ კვლევებს დავუჯერებთ, ასეთ ამომრჩეველთა რაოდენობა 50%-ს აჭარბებს და მარკეტინგული თვალსაზრისით მათზე მუშაობა სწორი გათვლაა, თუმცა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ გახარია ამ ბრძოლაში დამოუკიდებლად, უცხოელი პატრონების ნების ან მათი ნებართვის გარეშე შესულიყო. ეს უცხოელები დასავლეთში უნდა ვეძებოთ თუ ჩრდილოეთში, ამას მომავალი გვიჩვენებს. გახარიას პიროვნებას და მოვლენების განვითარების ლოგიკას თუ გავითვალისწინებთ, არც ერთია გამორიცხული და არც მეორე, რადგან გახარიამ საქმით აჩვენა, რომ ის პოლიტიკაში ყველაფრის მკადრებელია. სიტუაციის უცხოელ „დამლაგებლებს“ (დასავლეთშიც და ჩრდილოეთშიც) სწორედ ასეთი თვისებების მატარებელი პოლიტიკოსები ჭირდებათ.


არ არის გამორიცხული, გახარიას მისი პოტენციური შესაძლებობებიდან გამომდინარე, დასავლეთშიც ჰქონდეს ფესვები და ჩრდილოეთშიც, მაგრამ გაქაჩავს თუ არა ეს შესაძლებლობები ბოლომდე, ძალიან საეჭვოა, რადგან როგორც წესი, მოღალატეები (ისევე როგორც ბოროტება) საბოლოო ჯამში განწირულნი არიან დამარცხებისთვის”-წერს ნანა კაკაბაძე.