გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავითი ქართველიშვილი: მაშინ როცა, ნაწამები, ციმბირის კარცერის ე.წ ლაგერში ნაშიმშილარი მერაბ კოსტავა 36 კილოს იწონიდა, ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ლენინზე ქმნიდა პათეტიკურ ნაწარმოებს

27-02-2023

მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა "ვერტუხაების" მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს: "ლენინს" - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თავით ქართველიშვილი.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც "სიტყვასა შინა ცრუობით": "ჩემი დახატული არ არისო".


„მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა "ვერტუხაების" მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს: "ლენინს". რამხელა სიღრმისეული ძალაა აღბეჭდილი ბელადის პორტრეტში, როგორი იდეოლოგიური გადაღლა იმჩნევა ვლადიმერ ილიას ძეს პარტიულ მეგობრებში - რომლებსაც წინ ათასობით მღვდელი ჰყავთ დასახვრეტი, ათობით ათასობით ეკლესია - ასაფეთქებელი, ასობით ათასობით მშრომელი გლეხი - გასაკულაკებელი, ტაო-კლარჯეთი - საქართველოდან მოსაწყვეტი და მერაბ კოსტავას მწამებლების ახალი თაობების აღზრდა.


უამრავი და მრავალფეროვანი საქართველოს მტერი ამაოდ ცდილობდა ეკლესია-მონასტრებიდან სვანეთის მთებსა და მღვიმეებში გატანილი საგანძურისა და სიწმინდეებით დაუფლებას. არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც "სიტყვასა შინა ცრუობით": "ჩემი დახატული არ არისო". არა, გია! ამ სასწაულ შედევრს საქართველოში შენს გარდა ვინმე შექმნიდა?“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.