გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე გაერო-ს განცხადებაზე: როგორ შეიძლება გამჭვირვალობის ლეგიტიმურმა მიზანმა რამე პრობლემა შექმნას, გადაჭარბებული შიშებია

27-02-2023

როგორ შეიძლება გამჭვირვალობის ლეგიტიმურმა მიზანმა რამე პრობლემა შექმნას, გადაჭარბებული შიშებია - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაერო-ს განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, როდესაც გაერო შედეგს ნახავს, რომ გამჭვირვალობის გარდა არანაირი მიზანი არ არის ჩადებული, დარწმუნებულია, გაეროს აღარ დასჭირდება ასეთი განცხადებების კეთება.


„გაეროს მიაჩნია, რომ შეაფერხებს [ურთიერთობებს], მაგრამ როდესაც შედეგს ნახავს, რომ გამჭვირვალობის გარდა, აქ არანაირი მიზანი არ არის ჩადებული და მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური მიზანია, ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, აღარ დასჭირდება ასეთი განცხადებების კეთება.


ეს იყო გადაჭარბებული შეფასება და გადაჭარბებული შიში იმის მიმართ რასაც ვაპირებთ. ერთ შემთხვევაში იყო ტყუილი და ეს არ შეეხება გაეროს იმ წარმომადგენელს, რომელმაც ეს ტექსტი შეადგინა. ტყუილია, რომ მათ აქვთ განცდა, რომ შესაძლებელია ამან შეუქმნას გარკვეული პრობლემები ურთიერთობებს. როგორ შეიძლება გამჭვირვალობის ლეგიტიმურმა მიზანმა რამე პრობლემა შექმნას, ამიტომ გადაჭარბებული შიშებია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.