გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს

27-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.
 
დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს.
 
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი-ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი. კომისია უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები.  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს. განახლებული ფასი კი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში.