გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი დაშავდა

17-07-2018

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანი. თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი მსუბუქ მანქანას. შედეგად დაშავდა ველოსიპედზე მჯდომი მოზარდი და მსუბუქი მანქანის მძღოლი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მათ ამ წუთებში პირველადი გამოკვლევა უტარდებათ. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"