გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ რექტორი ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს შეხვდა

27-02-2023

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისთვის ახალი სივრცის გამოყოფის საკითხზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ინსტიტუტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


თსუ რექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ინსტიტუტის თანამშრომლებს, თავი შეიკავონ შენობაში შესვლისგან და დარჩნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში. ჯაბა სამუშიას თქმით, ენათმეცნიერების ინსტიტუტისთვის შესაფერისი ფართის გამოყოფის საკითხზე შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები ორი თვის წინ დაიწყო და უკვე აქტიურ ფაზაშია.


შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს შესთავაზა ოთხი შესაძლო ვარიანტი, სადაც შეიძლება ინსტიტუტი გადავიდეს.

საბოლოო ვარიანტზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას კოორდინირებულად მიიღებს.