17-07-2018
საკათედრო ტაძრის და კორცხელის მონასტრის მშენებლობისთვის გამოყოფილი 494 ათასი ლარის ნაცვლად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ადგილობრივი ხელისუფლება 200 ათასს გამოუყოფს. ინფორმაციას სააგენტო "ლაივპრესი" ავრცელებს.
ხელისუფლება დაფინანსების შემცირების მიზეზად ხარჯთაღრიცხვის არასწორ განკარგვას ასახელებს.
ეპარქიაში კი აცხადებენ, რომ თითქოს, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს დადგენილ ვადებში ეპარქია ვერ ითვისებს, სიმართლეს არ შეესაბამება, - აცხადებენ ეპარქიაში.
მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიის ანგარიშზე უკვე გადარიცხულია 20 000 ლარი.
ზუგდიდისაგან განსხვავებით, ჩხოროწყუსა და სენაკის ეპარქიისთვის დაფინანსების შეწყვეტა არავის გაუპროტესტებია.
სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში ეპარქიების დაფინანსების შემცირებისა და ზრდის დინამიკა არ შეინიშნება.
მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან საპატრიარქოს გადაერიცხა 8 მილიონ 500 ათასამდე ლარი.