გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომეო მიქაუტაძე: თითოეული მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობით, საქართველო ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე

28-02-2023

ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაზე განახლებადი ენერგიის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოში USAID – ის (აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.


შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა USAID - ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, განახლებადი ენერგიების ათვისება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი მდგრადი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი ენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბება. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს  ძირითადი ინტერესების განხორციელებას.„საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს  მხარს კერძო სექტორის გაძლიერებასა და  მის როლს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო განახლებადი ენერგიების წახალისების ახალი სქემა. პირველი აუქციონი უკვე მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ მათ, ვისაც აქვს პროექტები და ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს აუქციონებში.


ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში ისაა, რომ თითოეული მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობით, იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე,"- განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, განახლებადი ენერგიის დეველოპერებმა, ელექტროენერგიის მსხვილმა მომხმარებლებმა და ფინანსურმა ორგანიზაციებმა. ისინი გაეცნენ დაფინანსების პოტენციური წყაროებს, იდენტიფიცირებულ ინოვაციურ სტრატეგიებს, საინვესტიციო რესურსებს და ფინანსურ საშუალებებს.