გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი: ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით

28-02-2023

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ღირსეულად ართმევს თავს მიმდინარე პროცესებს. 


როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი, რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში მოკლე დროში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. 


„ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ჩემთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა. ბაკურიანში მართლაც სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოხერხდა მოკლე დროში, ძალიან ამაყები ვართ თქვენით, განსაკუთრებით ფინალური ეტაპების ჩატარებით",- აღნიშნავს რობი მორესი.