გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა ოქრიაშვილი: ვინც ლევან იოსელიანს დაუჭერს მხარს, ის მხარს უჭერს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში - ისინი ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან!

2-03-2023

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ბატონი ლევან იოსელიანი დანიშნოს სახალხო დამცველის პოსტზე და ამ დანიშვნით, ფაქტობრივად, გააუქმოს ომბუდსმენის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯის დამოუკიდებლობა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ჩნდება ცნობები, რომ „ოცნების“ დეპუტატების გარდა, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ სხვა ფსევდო-ოპოზიციური და დღეს დამოუკიდებელი დეპუტატები - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვინც ლევან იოსელიანს დაუჭერს მხარს, ის მხარს უჭერს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში -ისინი ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან!

 

"მათ სახელებსა და გვარებს მალე გავიგებთ და მათი ადგილი პოლიტიკაში აღარასდროს იქნება, რადგან ასეთი ხალხი ასრულებს სამარცხვინო საქმეს - ამბობენ, ოპოზიციონერები ვართო, სინამდვილეში კი „ქოცისქოცები“ არიან. ამ მხრივ, პროცესი კარგია, რადგან ხდება „ქოცებთან“ შეკრული ვითომ ოპოზიციის გამოაშკარავება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს კონკრეტული ძალები და პიროვნებები, ვინც დღეს ისე იყიდება, როგორც კიტრი „დეზერტირების“ ბაზარში, არც პარლამენტში და არც პოლიტიკურ სივრცეში აღარ აღმოჩნდნენ" - აცხადებს ოქრიაშვილი.