გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარნეულში 26 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

18-07-2018

26 წლის ბიჭმა მარნეულის მუნიციპალკტეტის სოფელ სადახლოში თავი მოიკლა. 

ინფორმაციას რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი როვშან ისკანდაროვიც ადასტურებს. მისი თქმით შემთხვევა 15 ივლისს მოხდა. იმ დღეს 26 წლის ახალგაზრდამ სახლში თქვა, რომ ფულის ასაღებად მიდიოდა. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გარდაცვლილის ცხედარი მეორე დღეს, 16 ივლისს მისი ძმის მშენებაე სახლში იპოვეს.

მარნეულის საკრებულოს წევრმა ასევე თქვა, რომ ახალგაზრდა პოლონეთში მუშაობდა და იქ წასვლას კიდევ აპირებდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გარდაცვლილს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება და ამ ეტაპისთვის მამაკაცის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტრდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

newposts