გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტყიბულის მერმა აგვისტოს ომის გმირის დედას და მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

3-03-2023

დედის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ.  მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა სოფელ მუხურაში,  ახალსოფელში, დაბაძველსა და საწირეში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე პირადად მიულოცა.


დავით ჩერქეზიშვილმა  3 მარტი,  ასევე, აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძის დედას მიულოცა და  სამშობლოს თავისუფლებისთვის თავგანწირული  შვილის გაზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.


ტყიბულის მუნიციპალიტეტში  სულ  38 მრავალშვილიანი დედაა რეგისტრირებული, რომელთაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. ყველა მათგანმა  3 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობისგან სპეციალური საჩუქრები მიიღო.