გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით ფერმერების ნაწილმა უკვე ისარგებლა

4-03-2023

„პროგრამის ფარგლებში, ფართობების გარკვეულ ნაწილზე თანხა უკვე გაიცა. თხილის კულტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოს ბევრი რეგიონისთვის, განაგრძობს სტაბილურ  განვითარებას, როგორც საშუალო  საჰექტრო მოსავლიანობის ზრდის, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით",-აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილმ, გიორგი ხანიშვილმა სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში ფერმერებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, გადამმუშავებელი სექტორის, ექსპორტიორები და  ჩამბარებელი პუნქტების წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.

 

გიორგი ხანიშვილმა დეტალურად ისაუბრა თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერების მხარდაჭერის სქემაზე. აღინიშნა, რომ პროგრამის მიზანი მეთხილეობის  დარგის განვითარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლენში,  თხილის ბაღების  მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად,  ბარათზე ერიცხებათ   ქულები - 1 ჰექტარზე  500 ლარის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნაც, რომლითაც  სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია.

როგორც იმერეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ განაცხადა, პროგრამასთან დაკავშირებით ინტერესი საკმაოდ მაღალია და სისტემატიურად მიმდინარეობს შეხვედრები  ფერმერთა ინფორმირების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით,  37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის  ბაღია რეგისტრირებული; ბაღების მფლობელების,  თანამესაკუთრეების  ჩათვლით,  რაოდენობა  85 ათასზე მეტს შეადგენს.