გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე შოთა არველაძეს: ცოტა მაინც უნდა გეუხერხულებოდეს, რომ პირველივე წამებიდან ნაცების ყველა ჯგუფში ვარდება შენი პოსტი დასალაიქებლად, რაც ნიშნავს, რომ იციან წინასწარ რა და როდის უნდა დადო

6-03-2023

„უსამშობლო ხალხის და ეკლესიის მაგინებლების მხარდაჭერაც არ არის კარგი საქციელი შენი მხრიდან!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, შოთა არველაძის გამოხმაურებაზე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანზე, რუსულ ნარატივში გაიყვანე შენცო, ვინც არ უნდა გთხოვოს და ვინც არ უნდა დაგაჯეროს, მაინც არ უნდა გააკეთო ადამიანმა.

 

„ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანზე, რუსულ ნარატივში გაიყვანე შენცო, ვინც არ უნდა გთხოვოს და ვინც არ უნდა დაგაჯეროს, მაინც არ უნდა გააკეთო ადამიანმა. უნდა მიხვდე, რომ შენი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელის, ავტორიტეტის ძალიან ბინძურად გამოყენებას ცდილობენ! და ცოტა მაინც უნდა გეუხერხულებოდეს, რომ დადებისთანავე, პირველივე წამებიდან ნაცების ყველა ჯგუფში ვარდება შენი პოსტი დასალაიქებლად და გასაშეარებლად! პირველივე წამებიდან!!! რაც ნიშნავს, რომ შეთანხმებული პოსტია, იციან წინასწარ რა და როდის უნდა დადო… უსამშობლო ხალხის და ეკლესიის მაგინებლების მხარდაჭერაც არ არის კარგი საქციელი შენი მხრიდან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.