გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თებერვლის თვეში,უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი გამოვლინდა

7-03-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 305ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის,258 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ამასთანავე, იანვრის თვეში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დამატებით 70 ოქმიშედგა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა44 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, იმერეთში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლში - 8, აჭარაში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში- 2 და გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში,დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45ფაქტი. ასევე, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.