გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი

8-03-2023

ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი, არავითარი კავშირი ამ კანონპროექტს არ აქვს ჩვენს ევროპულ მომავალთან, ევროპულ კურსთან და ამას ყველა დაინახავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მსგავსი სახის სპეკულაციები საქართველოს საგარეო ვექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით 2019 წლის ნოემბერში, არჩევნების პროპორციული სისტემის ჩავარდნის დროს იყო, თუმცა, მას შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ქვეყანას არჩეული საგარეო კურსიდან არ გადაუხვევია.

 

„ კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით საგარეო კურსთან დაკავშირებით ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არის ცარიელი სპეკულაციები. თქვენ გახსოვთ, მსგავსი ტიპის სპეკულაციები მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში, როცა ჩავარდა პროპორციული სისტემა - მაშინაც იყო შექმნილი აჟიოტაჟი, ამბობდნენ რომ გადაუხვია ქვეყანამ საგარეო კურსს, სინამდვილეში, რაც მოხდა მაშინ, იყო ის, რომ რეალურად დაზარალდა უფრო მეტად „ნაცმოძრაობა“ იმ სისტემის ჩავარდნით, რომელიც მაშინ იყო დაინიცირებული. მე პირადად მაშინ მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემას, თუმცა, კოლეგების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. არავითარი კურსიდან გადახვევა 2019 წლის ნოემბერში არ მომხდარა, სამწელილწადნახევარი გავიდა მას შემდეგ და ყველა ხედავს, რომ ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, აჩვენებს, რომ რეალურად, ისინი არ არიან დაინტერესებული საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებით და კანდიდატის სტატუსის მიღებით.

 

„დღეს ერთ-ერთი გადააწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო კომპრომისული გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკაშირებით. ოპოზიციის წარმომადგენელს დავუჭირეთ მხარი და ამაშიც კი არ ჩაერთო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, რაც აჩვენებს იმას, რომ ისინი სინამდვილეში არიან ფარისევლები, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ შეფერხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება.

 

ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინასვლა ევროპისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი და რა თქმა უნდა, მივყვებით ამ არჩევანს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.