გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ცილისწამებას და დეზინფორმაციას - თითქოს ეს კანონი შეაფერხებს განვითარებას, შეეხება შშმ პირებს ან სტუდენტებს - აქვს ძალზე მოკლე ფეხები და ქართული საზოგადოება ამაში ადვილად დარწმუნდება

8-03-2023

„საზოგადოებაში დათესილ კიდევ ერთ ფეიკს და პანიკას, თითქოს ამ კანონის გამო საქართველოს არ ეღირსება "სტატუსი" - დეკემბერში ამ ცრუ-ნარატივსაც გააცამტვერებს აღმავლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე მყოფი საქართველო. ასე განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მე მისი მჯერა“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

"რას ფიქრობთ ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის პოზიციებზე?", - ეკითხებიან ირაკლი კობახიძეს და იღებენ მისგან სათავისოდ ყოვლად გაუგებარ და გამაღიზიანებელ პასუხს: "მე ვფიქრობ საქართველოს საზოგადოებაზე და ვმოქმედებ მისი ინტერესებით!". არავის არ აინტერესებს კანონის შინაარსი. თითქმის არავის არა აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი. მაგრამ მისი აპრიორი მიუღებლობა თითქმის აღარ ტოვებს არანაირ ეჭვს - ქართულ რადიკალურ ძალებს სწორედ იმ ფულით ასაზრდოვებდნენ, რომლის გამჭვირვალობის შიში იკითხება დღეს ამერიკისა და ევროკავშირის პოზიციებში. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს შავი დღე მართლა გაუთენდა საქართველოს, ოღონდ მის რადიკალურ და უსამშობლო ნაწილს. ცილისწამებას და დეზინფორმაციას - თითქოს ეს კანონი შეაფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, შეეხება შშმ პირებს ან სტუდენტებს - აქვს ძალზე მოკლე ფეხები და ქართული საზოგადოება ამაში ადვილად დარწმუნდება კანონის მიღებისთანავე.

 

რაც შეეხება საზოგადოებაში დათესილ კიდევ ერთ ფეიკს და პანიკას, თითქოს ამ კანონის გამო საქართველოს არ ეღირსება "სტატუსი" - დეკემბერში ამ ცრუ-ნარატივსაც გააცამტვერებს აღმავლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე მყოფი საქართველო. ასე განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მე მისი მჯერა“- წერს დავით ქართველიშვილი.