გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: თქვენ ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასეთ და ამით უმძიმესი შეცდომა დაუშვით

8-03-2023

ამერიკის საელჩოს და პირადად ამერიკის ელჩს - ქალბატონ კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელჩმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასა.

 

„ამერიკის საელჩოს და პირადად ამერიკის ელჩს - ქალბატონ კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს.

 

როგორც ჩანს, სწორედ ეს გეგმა გაქვთ დიდი ხანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისფედს პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება გაუპრავეთ და სულ სანაქებო ენჯეო ეძახეთ. ამჯერად თქვენ ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასეთ და ამით უმძიმესი შეცდომა დაუშვით. ქართველი ხალხი ბრძენია და აუცილებლად გამოტანს დასკვნას თქვენი დამოკიდებულებისგან“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.