გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლატარია: ოცნებას მივყევართ ევროპისკენ, ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით

8-03-2023

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, იმას რასაც ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და ევროპასთან დაახლოება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

 

 მისი თქმით, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქვს საქართველოს, ყველა პუნქტში წინ სვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.

 

„2012 წლიდან სულ ერთი და იგივე.. ისინი ამტკიცებენ _ რუსულიო, ოცნების დროს ევროპამ უვიზო შემოიღო. ისინი ამტკიცებენ _ რუსულიო, ოცნების დროს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ისინი ამტკიცებენ _ რუსულიო, ოცნების დროს, კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი.

 

ისინი ამტკიცებენ _ რუსულიო, ოცნების დროს, ხელი მოეწერა ევროპასთან, თავისუფალი ეკონომიკის ხელშეკრულებას. ისინი ამტკიცებენ _ რუსულიო, ოცნების დროს გვაქვს ყველა პუნქტში წინ სვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.

 

ისინი ამტკიცებენ _ რუსულიო, ოცნების დროს შევიდა განაცხადი კანდიდატის წევროპაზე. ისინი ამტკიცებენ _ რუსულიო, ოცნების დროს ვართ ყველაზე ახლოს ევროპასთან, თუ კი ოდესმე ვყოფილვართ. ისინი აბრალებდნენ და ახლაც აბრალებენ ყოველთვის სხვას იმას, რასაც თავად ჩადიან, ხოლო ოცნებას კი მივყევართ ევროპისკენ, ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით.!!! ეგაა და ეგ _სხვა დანარჩენი , ლირიკაა! #ღირსებითევროპისკენ“ - წერს ლატარია facebook - ზე.