გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსება, ქრისტიანული მორალი და ჩვენი სუვერენიტეტია ის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენი ღირსეული ადგილი განისაზღვრება ევროპაში

8-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში აფასებს. როგორც ქადაგიძე წერს, გუშინ კიდევ ერთი ტესტი გაირა საქართველოს სახელმწიფომ, როგორც რეალურად დასავლურმა და ევროპული ღირებულებების მქონე სუვერენულმა ქვეყანამ მსოფლიოში.

 

მისივე თქმით, გზა, რომელსაც საქართველო გადის გრძელდება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსება, ქრისტიანული მორალი და ჩვენი სუვერენიტეტია ის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენი ღირსეული ადგილი განისაზღვრება ევროპაში.

 

"სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არც დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები"-ირაკლი კობახიძე ტყუილით, ცილისწამებითა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანით, რასაც მათი რადიკალი ლობისტები დირიჟორობენ საზღვრებს გარედან, მცდელობა იყო გუშინდელი დღე სისხლიანი "მაიდანივით" ექციათ თბილისში. თუმცა "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ"...

 

გუშინ კიდევ ერთი ტესტი გაირა საქართველოს სახელმწიფომ, როგორც რეალურად დასავლურმა და ევროპული ღირებულებების მქონე სუვერენულმა ქვეყანამ მსოფლიოში გზა, რომელსაც საქართველო გადის გრძელდება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსება, ქრისტიანული მორალი და ჩვენი სუვერენიტეტია ის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენი ღირსეული ადგილი განისაზღვრება ევროპაში“- წერს ქადაგიძე.