8-03-2023
„არ არის საჭირო ზედმეტი პათეტიკა, არც გუშინდელი მოვლენების დეტალური განხილვა. ყველამ ვნახეთ კარგად რაც მოხდა და ეს არ დაწყებულა მხოლოდ იმ ტყუილებით, რაც ამ კანონის ინიცირებას მოჰყვა. ეს დიდი ხანია დაწყებულია "სამართლიანი არჩევნების" გავრცელებული ტყუილით, "აკერმანის შეკრებით", ნამახვან-ჰესის საწინააღმდეგო აქციებით,“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
გაბრიჭიძე 7 მარტის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, ის რომ არ იმსჯელონ, არ განიხილონ მათი სტილია, რადგან ნებისმიერი ტყუილი მაშინვე მჟღავნდება. და ამ ყველაფრის ბოლო - მოლოტოვის კოქტეილები, აშკარა ძალადობა და ისევ ტყუილი.
„არ არის საჭირო ზედმეტი პათეტიკა, არც გუშინდელი მოვლენების დეტალური განხილვა. არ არის საჭირო, რადგანაც ყველამ ვნახეთ კარგად რაც მოხდა და ეს არ დაწყებულა მხოლოდ იმ ტყუილებით, რაც ამ კანონის ინიცირებას მოჰყვა. ეს დიდი ხანია დაწყებულია "სამართლიანი არჩევნების" გავრცელებული ტყუილით, "აკერმანის შეკრებით", ნამახვან-ჰესის საწინააღმდეგო აქციებით.
იყო ტყუილების გავრცელება დასავლურ ინსტიტუტებში, ე.წ. კრიტიკულ მედიაში და უამრავი სხვა მარაზმი, რასაც ყოველ დღე ვხედავდით. ის რომ არ იმსჯელონ, არ განიხილონ მათი სტილია, რადგან ნებისმიერი ტყუილი მაშინვე მჟღავნდება. და ამ ყველაფრის ბოლო - მოლოტოვის კოქტეილები, აშკარა ძალადობა და ისევ ტყუილი. ირაკლი კობახიძე - თავის დროზე, ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში - მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში.
ახლა რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ, რა "აჩოტებიც" არ უნდა გზავნონ დასავლეთში, როგორი მჯიღებიც არ უნდა ირტყან მკერდში, ტყუილი და უღირსობა უკვე გასკდა და აღარ შეწებდება“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.