19-07-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ღორჯომში მდებარე 1903 წელს აშენებულ ჯამეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ჯამე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის სოფლის ცენტრშია და ორსართულიანი აჭარული სახლის სახე სხვაობას წარმოადგენს.
"ჯამესთან ცალკე შენობაში ფუნქციონირებს ორსართულიანი მედრესე და განბანვის ოთახი, შემობურულია თუნუქის სახურავით, ასევე გარედან ჯამეს კედლებზე ოთხივე მხრიდან აკრულია თუნუქის ფურცლები. ჯამეს მშენებლობა დაწყებულა 1900 წელს და ის 3 წლის განმავლობაში შენდებოდა, ფუნქციონირებს 1903 წლიდან. საშენი მასალები გადმოუტანიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდან. ჯამე აშენებულია ლაზ აბდი უსტას მიერ.
ჯამეს ისევე როგორ სხვა სააღმსრულებლო დაწესებულებებს 1930 წ. შეუწყვეტია ფუნქციონირება და 1950 წლამდე გამოიყენებოდა სოფლის მაღაზიის საწყობად, ხოლო 1960 -დან 1982 -წლამდე იქ ფუნქციონირებდა მუზეუმი," - წერია განცხადებაში.