12-03-2023
გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა.
კითხვაზე, სადამდე მივა ეს პროტესტი, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია და თუ კი, დაიწყებენ თუ არა ისინი ბრძოლას აფხაზეთისთვის, გახსნიან თუ არა მეორე ფრონტს, შუსტერმა უპასუხა:
„არ ვფიქრობ, რომ საქართველო მეორე ფრონტს გახსნის. 2008 წელს ქართული არმია ცუდად შეიარაღებული არ ყოფილა, მაგრამ მან ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა იმ ბარბაროსებისთვის, რომლებიც შეიჭრნენ.
„არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია. მაშინ დიდ კონფლიქტში შევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამხედრო კონფლიქტში არ შევა, ამისთვის მათ ძალა არ ეყოფათ. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ახლა კუთხეში არიან მიყენებული, რადგან ხალხს ისინი არ უნდა. არ უნდათ მათი კანონები, არ უნდათ მათი მიჯაჭვულობა რუსეთზე“.