გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ

12-03-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თავდაცვის კოდექსის მიზნებზე, ძირითად სიახლეებსა და სოციალური დაცვის კუთხით მის უპირატესობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის უფრო მოქნილ, გამარტივებულ პირობებში მოხდას ითვალისწინებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზნის, ქვეყანაში სათანადოდ მომზადებული რეზერვის შექმნის მიღწევაში დაგვეხმარება.


ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ: სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ამჟამადაც მოქმედებს, აღნიშნული რეფორმა კი არა არსებით, რადიკალურ ცვლილებას, არამედ წვევამდელთა ეროვნული სამსახურის უფრო მოქნილ და მარტივ სისტემად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.