გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

თამარ ჩიბურდანიძე: ამ დღეებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში განათლების სფეროს კრიზისია

12-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

 

"ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა მოხდა რეალურად ამ დღეებში? რომ არ შევიდეთ დეტალურ განხილვაში და მარტივად გადმოვცეთ, ეს იყო განათლების სფეროს და განსაკუთრებით, საუნივერსიტეტო განათლების კრიზისი ქვეყანაში. ჩვენ სტუდენტებზე ვბრაზობთ, რატომ არ წაიკითხეს კანონპროექტი და როგორც ირკვევა, რუსთაველზე მყოფ პროფესორ-მასწავლებელთა უდიდეს ნაწილსაც არ ჰქონია წაკითხული. ამას ახლა ვიგებთ, როდესაც თავად გვიკავშირდებიან და სურთ, განვიხილოთ მათთან ეს საკითხი.

 

დიახ, შეცდომა იყო კანონპროექტის ავტორებისგან, რომ მეცნიერებს არ შეხვდნენ და მათი აზრი არ მოისმინეს, მაგრამ, არც მეცნიერებს მოუთხოვიათ შეხვედრა პარლამენტში, რისი უფლებაც ჰქონდათ. ვინ იცის, იქნებ კანონპროექტის განხილვა მათთან მაინც აკადემიურ დონეზე წარმართულიყო.

 

ერთმა პროფესორმა თქვა, მე ორასამდე სტუდენტი გავიყვანე რუსთაველზე რუსული კანონის წინააღმდეგო. შემდეგ გაირკვა, რომ მას არც ქართული, არც ამერიკული და არც რუსული კანონი არ ჰქონია წაკითხული. ამერიკის ელჩის სიტყვას ვენდე და გავედიო.

 

რას ასწავლის ეს პირი თავის სტუდენტებს, უსიტყვო მონობას თუნდაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების? ეს სიტყვები ყველას არ ეხება. მცირედი, მაგრამ მაინც იყვნენ ისეთებიც, ვისაც წაკითხულიც ჰქონდა და სერიოზული კრიტიკული შენიშვნებიც, თუმცა, ავტორებთან აუდიტორიაში საუბარს ამჯობინეს პირდაპირი შტურმი მიეტანათ მათზე ქუჩაში. თუკი ეს გაბრაზებული პროფესორ-მასწავლებლები პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ხომ შეიძლებოდა კანონპროექტის ავტორები მიეწვიათ მათთან უნივერსიტეტებში? 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ამაზე საუბარი და დრო საკმარისი იყო. კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მით უმეტეს, მეცნიერს, მაგრამ არა პოლიტიკური განცხადებებით და მოღალატის იარლიყის მიკერებით, არამედ, დიალოგით და კამათით. უბედურება ის არის, რომ როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების ერთადერთი არგუმენტი იყო ამერიკისა და ევროკავშირის ხმამაღალი განცხადებები.

 

ვეკითხები მათ, ერთი წელია ამერიკა და ევროპა სერიოზულ ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე, რომ ომში ჩართონ ქვეყანა. რა ქნან, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ამბობს, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს ხელისუფლება მათ და გაანადგუროს საქართველო? ან კიდე, იგივე ევროპა და ამერიკა მოუწოდებს, გაათავისუფლონ დამნაშავე და სიმულიანტი სააკაშვილი. რა ქნან, დაარღვიონ კანონი და გაუშვან სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი? ამ დღეებმა დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა განათლების სფეროა. ეს მარტო ამ დღეს არ ეხება, ეს დღე უბრალოდ აფეთქება იყო ამ პრობლემის. აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.

 

მეცნიერებისთვის მეტი დაფინანსება და ყურადღებაა საჭირო, რომ ერთ-ერთი მათგანივით არ თქვან, მე უცხოეთი მარჩენს პროექტებით და რასაც მომთხოვენ, იმას ვიტყვიო. თურმე, საერთაშორისო ორგანიზაციებს მათთვისაც მოუთხოვიათ პროტესტის გამოხატვა. მე დამწყები მეცნიერი ვარ და ცოტათი უხერხულია ჩემგან ამ თემაზე ხმამაღალი საუბარი, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სათქმელი? განვლილი დღეები მწარე მაგალითი იქნება ხელისუფლებისთვის. მეცნიერება არის სახელმწიფოს სახე და ქვეყნის განათლების საზომი. ამიტომ, მათთვის მეტი ყურადღებაა საჭირო რეფორმების და სამეცნიერო ფონდების გაზრდილი დაფინანსებით. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება და განსაკუთრებით, კანონპროექტის ავტორი დეპუტატები ყურად იღებენ ამ პრობლემას და ქვეყანას განათლების გაზრდის ძლიერ ბერკეტებს მისცემენ“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.