გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: „ორტრუპა“ ვანოს განცხადების შემდეგ, მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის სპეცსამსახურებს, შსს-ს - მკაცრი შემშვები რეჟიმი დააწესონ საზღვარზე და არ დაუშვან უკრაინიდან უკონტროლო ადამიანური მასების ქვეყანაში შემოდინება

12-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ჩვენ ჩავანაცვლებთ მოქმედ მთავრობას და ქვეყნის სათავეში მოვიყვანთ პრო-დასავლურ და პრო-უკრაინულ ხელისუფლებას“.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაზაფხული და ზაფხული მართლა საინტერესო გველოდება, ოღონდ ასიმეტრიული მოლოდინით. თუ უკრაინის ხელისუფლებამ დათმო ბახმუტი, თუ საქართველოს მოკავშირე უკრაინამ ხელი მოაწერა ქვეყნის ფაქტიურად ორად დაყოფას, მაშინ მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის სპეცსამსახურებს, შსს-ს - მკაცრი შემშვები რეჟიმი დააწესონ საზღვარზე და არ დაუშვან უკრაინიდან უკონტროლო ადამიანური მასების ქვეყანაში შემოდინება.

 

„ორიტრუპი" მერაბიშვილი: „საქართველოს ელოდება ძალიან საინტერესო გაზაფხული და ზაფხული - დარწმუნებული ვარ, ხალხი მხარს დაგვიჭერს, ჩვენ ჩავანაცვლებთ მოქმედ მთავრობას და ქვეყნის სათავეში მოვიყვანთ პრო-დასავლურ და პრო-უკრაინულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ და უკრაინა მოკავშირეები ვართ“. მე ერთს დავამატებდი - გაზაფხული და ზაფხული მართლა საინტერესო გველოდება, ოღონდ ასიმეტრიული მოლოდინით.

 

თუ უკრაინის ხელისუფლებამ დათმო ბახმუტი, თუ დასავლეთმა აიძულა ზელენსკის ადმინისტრაციას - დაუჯდეს აგრესორს მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ საქართველოს მოკავშირე უკრაინამ ხელი მოაწერა ქვეყნის ფაქტიურად ორად დაყოფას, თუ მან არ დაამარცხა რუსეთი, თუ მოქმედ პრეზიდენტს ჩაანაცვლებს უკრაინის სახალხო და სამხედრო გმირი ვალერი ზალუჟნი, მაშინ... მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის სპეცსამსახურებს, შსს-ს - მკაცრი შემშვები რეჟიმი დააწესონ საზღვარზე და არ დაუშვან უკრაინიდან უკონტროლო ადამიანური მასების ქვეყანაში შემოდინება. საზღვარმა ამ შემთხვევაში უნდა იმუშაოს მხოლოდ ერთი მიმართულებით: „ნაცებს დაუბრკოლებლად ვაცილებთ კიევში“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.