გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი მათი აგენტია

13-03-2023

ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ტელეკომპანია "იმედის" მითვისება, კორუფციული ბრალდებები, საზღვრის უკანონოდ კვეთა, ხელისუფლება კი კანონს და კონსტიტუციას ვერ დაარღვევს და ამას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებსაც.


"მე რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ სახელი ყველაფერს, სააკაშვილი არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ და ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ისეთი, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ყოფილი დეპუტატის, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე ცემეს, ტელეკომპანია "იმედის" მითვისება, კორუფციული ბრალდებები და ბოლოს, ახლა დაიმატა ამ ადამიანმა, უკანონოდ შემოიჭრა ქვეყანაში, საზღვრის უკანონო კვეთა. აი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი. მე არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო და ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი. ერთი რამ მინდა ვთქვა, ის, ვინც თვალყურს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანიას მთელს მსოფლიოში, ამ ადამიანმა დაიქირავა ლობისტური კომპანიები. ოფიციალურად მარტო ამერიკაში მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც არის რეგისტრირებული ისევ ამ კანონის მეშვეობით. FARA-ს კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, აი ამ კანონის მოქმედების შედეგად გავიგეთ, რომ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით დაიქირავა, მილიონი დოლარი გადაიხადა ლობისტურ საქმიანობაში",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.