გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება

30-11-2017

ქუთაისი-სამტრედია სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მშენებლობისთვის 300 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

სამუშაოების 60 პროცენტი უკვე შესრულებულია.

ადგილობრივები გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მათ 8 კილომეტრი გზის შემოვლით უწევდათ სოფლის ცენტრთან და სოფელ მუხიანთან დაკავშირება.

წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"