გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე: ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

14-03-2023

„ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას.


მისი თქმით, ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია.


„ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, რაც ყოვლად დასაგმობია. ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას. ყველა რადიკალის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხვდება ევროკავშირის საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციას, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.