გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემს შეურაცხყოფას ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მაგრამ ჩემი შვილისას - არავის! საფლავში ჩაგყვებით ყველას, სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ! შეცდით? გამობრძანდით და ბოდიში მოიხადეთ, ან დაგვიმტკიცეთ, რომ ეს რუსული კანონია!

14-03-2023

„ჩვენ არ გავჩერდებით - ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პროპაგანდა, რომელიც კანონის რუსულად შერაცხვასა და დეპუტატების მოღალატეებად შერაცხვას ემსახურებოდა, ლიბერალური ფაშიზმის შედეგია.

 

„შეცდნენ? გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ. ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია. და დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით - ან დაამტკიცონ რომ ეს რუსული კანონია, ან [ვხედავთ] რუსულ საქმეს ვინც აკეთებს. რუსული საქმეა აქ რომ რევოლუციას მოაწყობდნენ და რუსეთი ეგრევე შემოვიდოდა. 1937 წელს დახვრეტილი მწერლების ფოტოებით მოვიდნენ და მანიპულირებდნენ ეს „საზოგადო მოღვაწეები“, შემდეგ ჩვენი გვარების გასაჯაროება დაიწყეს და მოღალატეებად შეგვრაცხეს. იმ დახვრეტილი ადამიანების შვილების მაშინდელი ყოფა ერთი ერთში ჯდება ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების ყოფასთან, ვისაც უკვე გამოგვიტანეს განაჩენი, რომ მოღალატეები ვართ.

 

ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმია! არასოდეს მომხდარა საქართველოში ასეთი ამბავი, რომ მამას შვილი დაეყენებინოს ფარად - 15-17 წლის ბავშვები დაიყენეს ფარად. მე ვიცი, რომ მამა უნდა ეფარებოდეს შვილს, ის უნდა წავიდეს წინ და 15-17 წლის ბავშვები რომ გადაიფარეს, ეგ არის მათი ვაჟკაცობა?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

დეპუტატისა და მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, კანონპროექტი საბაბი იყო, რათა რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები განევითარებინა.

 

„კანონპროექტი საბაბად გამოიყენეს, რათა აქ ვნებათაღელვა გამოწვეულიყო. ყველაზე ევროპულად სწორედ „ხალხის ძალა“ მოიქცა - ჯერ კიდევ წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ ამ კანონზე მუშაობა დავიწყებდით. კონსულტაციების შემდეგ ჩავატარეთ ბრიფინგი და განვაცხადეთ, რომ ამ კანონს ვაინიცირებთ. ანუ პროცედურულად რაც საჭირო იყო ამ კანონისთვის, გავიარეთ. ვინ იქცეოდა ველურად? ხალხმა ეს უნდა შეაფასოს. საზოგადო მოღვაწეები რომ იფხრეწენ მაისურს, აბა რა ვქნათ და როგორ მოვიქცეთო, გეგონება, ვინმემ ან დამალა, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია - მშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, რასაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აკეთებს. ორი გზა არის, თუ ასე გვინდა ომში ჩაბმა: წავიდეთ და ვიომოთ, ან ჯაფარიძესავით შარვლის ჩახდით გავაღიზიანოთ მტერი. მესამე გზა ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ტერიტორიების დაბრუნების გზად მშვიდობა გვაქვს გამოცხადებული! აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი დები და ძმები არიან, ჩვენ მათთან ერთად, მშვიდად ცხოვრება გვინდა!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.