გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში ბეტონის გზა იგება

14-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ანდრიაწმინდაში, სადაც1228 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.


პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


აღსანიშნავია, რომ  სოფელ ანდრიაწმინდასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, მიმდინარე წელს დამამთავრებელი ეტაპის ფარგლებში მთლიანად სრულდება გზის მოწყობა აღნიშნული მიმარულებით.


სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.