გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები

14-03-2023

"ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ევროკავშირს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი, მეორე მხარეს, თითქოს ანტიევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ასევე რადიკალების ჯგუფი. ერთ აქციაზე წვავენ წიგნებს, მეორეზე კი დროშას - ორივე კატეგორიულად მიუღებელია - ასე აფასებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის ფაქტს.

 

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ფაქტია, რომ ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ აქტს სამართლებრივად უმკაცრესად გაეცეს პასუხი.

 

"ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ევროკავშირს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი, მეორე მხარეს, თითქოს ანტიევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ასევე რადიკალების ჯგუფი.

 

ერთ აქციაზე წვავენ წიგნებს, მეორეზე კი დროშას - ორივე კატეგორიულად მიუღებელია. ფაქტია, რომ ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან ხოლმე კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები. შესაბამისად, აუცილებელია, ნებისმიერი ასეთი საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული აქტი იყოს სამართლებრივად უმკაცრესად პასუხგაცემული", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.