გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის საფეხბურთო სკოლას კლუბ "დინამო თბილისის" აკადემია სტუმრობდა

15-03-2023

წელს კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ პროგრამის - "საფეხბურთო ყურადღება რეგიონებს" ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა.

 

აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, რეგიონის კურატორი პაატა მეტრეველი და მენეჯერი გია ისიანი ჯგუფის ვარჯიშს დაესწრნენ, მოგვიანებით კი მწვრთნელებს - შავლეგ მაჭარაშვილსა და ნიკა ლეკვეიშვილს გადამზადების სპეციალური კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

 

შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი დაესწრნენ. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მერია ყოველთვის მზადაა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.