გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

15-03-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო.
 
უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები და არსებული მდგომარეობა განიხილეს.
 
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩამოყალიბდა. ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრების მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციის გაძლიერებაა.