გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ტყუილის გამო გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში და ახლა ამბობენ, ეგრეთწოდებული რუსული კანონიო, ამაზე პასუხს მოგთხოვთ ხალხი

16-03-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „ეგრეთწოდებულ რუსულ კანონად“ მოიხსენიებს.

 

როგორც ექსპერტი წერს, ტყუილის გამო გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში და ახლა ამბობენ, ეგრეთწოდებული რუსული კანონიო, ამაზე პასუხს მოგთხოვთ ხალხი.

 

„ეგრეთწოდებული რუსული? ანუ, ამ წამოცდენაზე ვინმე პასუხს აგებს? ანუ მათაც იციან, რომ არ არსებობს არანაირი რუსული კანონი და ეს იყო ტყუილი. ტყუილის გამო გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში და ახლა ამბობენ, ეგრეთწოდებული რუსული კანონიო! ამაზე პასუხს მოგთხოვთ ხალხი“- წერს ნიკოლეიშვილი.