გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე; ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ

16-03-2023

,,გუშინ, წიგნთან დაკავშირებული საკითხი რომ იყო, თუ რატომ მიუვიდათ დეპუტატებს ესა თუ ის გამოცემა - ესეც აჩვენებს, რამდენად რადიკალურია ოპოზიცია. ამ შემთხვევაში ,,ლელო’’. რამდენად ცდილობს, რომ არიოს სიტუაცია. სხვათა შორის, ეჭვიც მეპარება, როგორ მოხდა იმის ინიცირება, რომ ავტორს მოეტანა ეს წიგნი,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, საქართველოს პარლამენტის კანცელარიის ერთ-ერთი მოვალეობაა, რომ შემოსული კორესპონდენციაა ადრესატებს მიაწოდოს.

 

მისი თქმით, პარლამენტის კანცელარიის მოვალეობაში არ შედის წერილების გახსნა, შინაარსში შესვლა და შემდგომ დარიგება.

 

პაპუაშვილმა გუშინ, წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითი უწოდა.

 

,,კიდევ ერთხელ, განვმარტავ საზოგადოებისთვის. საქართველოს პარლამენტში არსებობს კანცელარია, რომელიც მათ შორის, ასრულებს ფოსტის მოვალეობას. კორესპონდენცია, რომელიც შემოდის საქართველოს პარლამენტში, მიეწოდოს შესაბამის ადრესატს. დღეში 200-მდე კორესპონდენცია შემოდის პარლამენტში, როგორც ციფრული სახით, ასევე, ფიზიკური სახით. კანცელარიის ვალდებულება არის, რომ ეს კორესპონდენცია მიაწოდოს ადრესატს. კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ.

 

კიდევ ერთხელ, ერთდღიანი აჟიოტაჟის მიზანი იყო, რომ შემოეტანათ ყალბი თემა. საქართველოს პარლამენტის კანცელარიის ვალდებულებაა, რომ კორესპონდენციაა, რომელიც შემოდის პარლამენტში, მიიტანოს ადრესატამდე ყოველგვარი კონტროლის გარეშე. ჩვენ ვნახეთ გუშინ, კლასიკური მაგალითი, როგორ ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება და კულტივირება.

 

ვნახეთ ,,ლელო’’ რადიკალური პარტია, რომელიც მანიპულაციურად მიუდგა ამ საკითხს. ეს არის სამწუხარო. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოსტავდნენ და კომენტარს აკეთებდნენ - ფრაქციის თანამშრომლები, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. ისინი ამ განცხადებით, საკუთარ თანამშრომლებს, კოლეგებს აყენებენ შეურაცხყოფას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ აცნობიერებენ ამას. შემდეგ ნახეთ მედიამ როგორ აიტაცა, როგორ შეეცადნენ, რომ ეს გარეთ გაეტანათ მანიპულაციურად და დაებრალებინათ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის. აბსოლუტურად არასერიოზული სიტუაციაა. თუ ამის გამოსავალი არის, რომ მოქალაქეებს არ მივცეთ საშუალება, რომ პარლამენტის წევრებს მიმართონ წერილებით, არ ვიცი, სხვა რა უნდა ითქვას,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.