გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთაში ComCom-ის მიერ გადამზადებული 20-ზე მეტი პედაგოგი სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს შეასწავლის

17-03-2023

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, მცხეთაში 20-ზე მეტი პედაგოგი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა გადაამზადა. პედაგოგები შეხვედრაზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, მე-10 კლასელებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეები 1 სემესტრის განმავლობაში  მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.


შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.