გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ჭოტორლიშვილი: მას შემდეგ რაც განვთავისუფლდით 2003წელს, ოც წელიწადში უკვე 126 მწერალი დაგროვდა, განსაკუთრებით დამაინტერესეს ივა ფეზუაშვილმა, ტორესა მოსმა და რატი ამაღლობელმა; ფეზუაშვილის და ამაღლობელის წიგნებს ხომ ვერ მათხოვებთ?

17-03-2023

“ორასი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე მწერალი გვყავდა. მას შემდეგ რაც განვთავისუფლდით 2003წელს, ოც წელიწადში უკვე 126 მწერალი დაგროვდა, განსაკუთრებით დამაინტერესეს ივა ფეზუაშვილმა, ტორესა მოსმა და რატი ამაღლობელმა. ფეზუაშვილის და ამაღლობელის წიგნებს ხომ ვერ მათხოვებთ?”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი.


“რუსეთის გუბერნია რომ ვიყავით, ორასი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე მწერალი გვყავდა: გრიგოლ ორბელიანი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ჯავახიშვილი, გამსახურდია, გალაკტიონი, ლეონიძე, ტიციანი და პაოლო, ნიკო სამადაშვილი, დუმბაძე, ძმები ჭილაძეები, რეზო ინანიშვილი, დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, გივი გეგეჭკორი, გურამ ასათიანი.


ტერენტი გრანელი, ლადო ასათიანი, ლევან გოთუა, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, იოსებ ნონეშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, ანა კალანდაძე, გურამ რჩეულიშვილი. დავუმატოთ ამას ერლომ ახვლედიანი, სულიკო ჟღენტი., მიხეილ ქვლივიძე და მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, რეზო ჭეიშვილი და რეზო გაბრიაძე.


მაქსიმუმ 60-70 მწერალი გამოდის ორი საუკუნის განმავლობაში. ქალბატონებთან ბოდიში რომ გენდერული ბალანსი ვერ დავიცავი. გრიგოლ რობაქიძე პრინციპულად არ შევიყვანე სიაში. არ მიყვარს ტაკიმასხარები და ფაშისტები. მას შემდეგ რაც განვთავისუფლდით 2003წელს, ოც წელიწადში უკვე 126 მწერალი დაგროვდა. ზოგი ამბობს არ არის ეგ საბოლოო ციფრი, კიდევ სამი მაგდენი გვყავსო. განსაკუთრებით დამაინტერესეს ივა ფეზუაშვილმა, ტორესა მოსმა და რატი ამაღლობელმა. ფეზუაშვილის და ამაღლობელის წიგნებს ხომ ვერ მათხოვებთ? ორშაბათს დაგიბრუნებთ”- წერს ლევან ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.