გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: მათი ელექტორალური ბაზა ნულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირდაპირ ეწევიან აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

20-03-2023

ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევენ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის, "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული ოპოზიციური სამეული პირდაპირ ეწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას, რათა შემდეგ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ.

 

„ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევენ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს. ცხადია, მათი ელექტორალური ბაზა ნულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირდაპირ ეწევიან აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს ბანდიტური დაჯგუფება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, რასაც შემდეგ რევოლუციურ გეგმებში დააკონვერტირებენ. ნუ, ეცდებიან აუცილებლად. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ რადიკალებს ახლა ერთი ამოცანა აქვთ - ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით როგორმე ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეაფერხონ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.