გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ComCom-მა გურიაში 50-ზე მეტი პედაგოგი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

22-03-2023

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, მედიაწიგნიერების ტრენერმა, რუსუდან კარკაძემ, ოზურგეთსა და ჩოხატაურში 50-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა.


მედიაწიგნიერებაში გადამზადებული ბენეფიციარები მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან, სადაც მოზარდები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან.


შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.