23-07-2018
ცაგერში მცირე ჰესის „ხელედულა3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობას კარვები აქვს გაშლილი. ჰესის გაუქმების მოთხოვნით ხუთი ადამიანი შიმშილობს კიდეც.
მაცხოვრებლების განცხადებით, ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან იგი ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, შლამით დაიფარება ხეობა, დაიკარგება სასმელი წყალი. ამიტომ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გაიყვანონ ტექნიკა ცაგერის რაიონიდან.
„სოფლიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში შენდება აგრეთვე „დამბა3“, რომელიც შლამითა და ჩამონატანით ლეჩხუმის ხეობაში კალაპოტის ამოვსებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში კი ჩვენი ხეობის მოსახლეობას დატბორვა ემუქრება“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.