გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“

23-03-2023

საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი არის ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი.


„გუბაზ სანიკიძე ანტიევროპის სახეა საქართველოში – თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით. სააკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანაში ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო – ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.