ქალაქ ონის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
 23-03-2023

სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
 
23 მარტს, ონის საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური.
 
 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან - ლევან შერაზადიშვილთან და რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები 3 წარჩინებულ მოსწავლეს - სოფო გობეჯიშვილს, ნინო მემანიშვილს, მარიამ მაისურაძეს გადასცა.
 
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.