გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე

24-03-2023

დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. 


პრემიერის თქმით, დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე.


„მადლობა დღევანდელი დღისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შეკითხვის ავტორებს. აქვე, თქვენ ინფორმაციისთვის, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ დღეს დილით მოგაწოდეთ ინფორმაცია თქვენს კითხვებთან დაკავშირებით. ეს არის დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა მთავრობის მიერ, რა კეთდება, ჩვენი  პასუხები გაქვთ წარმოდგენილი, ასე რომ შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა მინდა ჩვენს პატივცემულ დეპუტატებს, ჩვენს ხალხს მივმართო და ვესაუბრო რეალურ გამოწვევებზე, იმ უსაფრთხოების რისკებზე, რომელიც დღეს ჩვენი ხალხის წინაშეა და რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას ამ ურთულეს ვითარებაში. მანამდე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში, პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ, რომ ომი არ ჩერდება. უკრაინის ომს აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, რეგიონზე მთლიანად, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი - 20% არის ოკუპირებული, 100 ათასზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის, საუბედუროდ ქალები, ბავშვები, დანგრეულია, მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა საჯარო, მათ შორის, კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ზარალი ექსპერტების დათვლით შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დღეს გადაქცეული პოლიგონად. ასევე გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონამდე  უკრაინელმა მოქალაქემ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, რაც არის, რა თქმა უნდა, ურთულე გამოწვევა, ეს არის ტრაგედია და რა თქმა უნდა, ამ სიტუაცია სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება", -  განაცხადა პრემიერმა.