გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში

27-03-2023

ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო - სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო - სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
  
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში.
  
„ის, რაც მოგიყევით და შეგახსენეთ, ეს იყო ის საშინელი რეალობა, რომელიც დაგვხვდა 2012 წელს. როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა და რამხელა დაცინვაა ჩვენი ხალხის და შეურაცხყოფა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული მმართველი, ყოფილი მმართველი, სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში. ეს ხომ დაცინვაა ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ, ეს არის დაცინვა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არის დაახლოებით იგივე, არ მინდა ახლა ეს მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ, რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო. სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი", - განაცხადა პრემიერმა.