გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერი, რაც კეთდებოდა და კეთდება ამ 10 წელიწადში, არის მიმართული ჩვენი ხალხის კეთილდღეობისკენ

27-03-2023

დღეს ჩვენ გვქონდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილე და ჩვენ შევადარეთ ეს 10 წლის საქმიანობა წინა მთავრობის პერიოდს. მინდა გითხრათ, რომ შედეგები არის ძალიან შთამბეჭდავი და რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, ამ 10 წელიწადში სახელმწიფომ უმკურნალა 3 მილიონ მოქალაქეს, დაფინანსდა 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდი ლარით. 


„2012 წელს ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი. 100 ათასი მოქალაქე სარგებლობდა ამ პროგრამით და მაგალითად მედიკამენტების პროგრამა, რომელიც გვაქვს, მხოლოდ 7 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ახლა გვაქვს ათეულობით მილიონი ლარი და მათ შორის, ემატება ის წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენ  განვახორციელეთ, ვგულისხმობ იაფი მედიკამენტების პროგრამას, რეფერენტულ ფასებს. ჯამში, ამ 10 წელიწადში, ჩვენმა მოქალაქეებმა, ყველამ დაზოგა დაახლოებით 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი. 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა ხალხმა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მაგარი შედეგი, ახლა ჩვენ კიდევ უფრო ვამატებთ, ვაფართოებთ ამ პროგრამებს. თუ მანამდე ჩვენი მოსახლეობის 40% სარგებლობდა ამ პროგრამებით 2012 წლამდე და მაშინ ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი, ახლა არის 1 მილიარდ 500 მილიონი და 7 მილიარდი ლარი გამოვყავით ამ 10 წელიწადში. ეს არის პრაქტიკულად შეცვლილი და 94% ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის, სარგებლობს ამ პროგრამებით, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი. ყველაფერი, რაც კეთდებოდა და კეთდება ამ 10 წელიწადში, არის მიმართული ჩვენი ხალხის კეთილდღეობისკენ. ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე. 2012 წლამდე პრაქტიკულად მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე. რომ იტყვიან ბედის ანაბარად იყო მიტოვებული, არავითარი მხარდაჭერა. მხოლოდ 70 მილიონი ლარი მიზერია 4 მილიონი მოქალაქისთვის. რაც მთავარია, მინდა გითხრათ, გახსოვთ, რომ ათასობით ადამიანს უწევდა ბინების გაყიდვა, სახლების ჩადება, სესხების აღება, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრისთვის, საკუთარი თავისთვის ემკურნალა. ახლა ეს ყველაფერი არის მოხსნილი, ეს პრობლემა და მაგიტომ ვთქვი, რომ 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა ხალხმა", - განაცხადა პრემიერმა.