გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედანი შენდება

27-03-2023

სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედნის მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

მოედანი ეწყობა ბეტონზე და დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. გარდა ამისა, მოეწყობა ღამის განათებაც.

პროექტს ი.მ. „ვახტანგ კუჭაშვილი“ ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 498 ლარით ფინანსდება.

 

"დასასვენებელი და სპორტულ - გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების საუკეთესო საშუალებაა, კასპის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია" - აცხადებენ კასპის მერიაში.