გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამეგრელო ზემო-სვანეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

30-03-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მოქმედ ტუროპერატორებს,  სასტუმროების თანამშრომლებს და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდა.    

                                                       

ზუგდიდში კერძო სექტორთან შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.


რეგიონში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სამომავლო პროექტებით დაინტერესდნენ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას და შემოსავლის გაზრდას.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს რაც რეგიონშია ტურიზმის განვითარების მიმართულებით.     

                                                        

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაცია.